Sunday, March 26, 2017

დღე-9
მნიშვნელოვანი დღე იყო იმ თვალსაზრისით,  რომ შეჯამდა ჩვენი მუშაობა, წარვადგინეთ პროექტები,მოვისმინეთ და გავიზიარეთ  ერთმანეთის რჩევები...
ზოგადად, ძალიან კმაყოფილი ვარ გაწეული მუშაობით; პროექტებით მუშაობის სურვილი ნამდვილად გამიჩნდა, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში და  დავაინტერესებ მოსწავლეებს. სიახლე ერთგვარი სტიმული იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე- მოსწავლეებისთვის.   21-ე საუკუნე ხომ ტექნოლოგიების საუკუნეა და შესაბამისად ,რაც მეტად ამ კუთხით წარვმართავთ მუშაობას,   შედეგიც კარგი იქნება.
გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება ის,რომ ტრენერი ძალიან კარგად, გასაგებად გვიხსნიდა ყველაფერს, ყველა მოდული დეტალურად დაგვამუშავებინა და შეგვასწავლა,  რისთვისაც მართლა გულწრფელი მადლობა!!! ყველას გისურვებთ წარმატებას!

Saturday, March 25, 2017

დღე- მე-8

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მოდული იყო ერთგვარი შეჯამება ჩვენი მუშაობისა. სისტემაში მოვიყვანეთ პროექტები; გავიაზრეთ- ფასილიტაციას როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს   მუშაობის წარმართვაში,  ყველა პუნქტი  წვრილმანად განვიხილეთ. გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს,  მივეცით რჩევები, რაც დაგვეხმარება პროექტის სრულყოფაში, ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდასა სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებაში...

Tuesday, March 14, 2017

დღე-7

დღევანდელი მოდულის თემა იყო-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. ამ მოდულის გაცნობის შემდეგ მივხვდი,  რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ცოდნის დონეს, ინტერესს, ინტელექტს... შევასრულეთ სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაო

Saturday, March 11, 2017

დღე-6

 შევიმუშავეთ მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკები. მაგრამ მანამდე გავეცანით ერთგვარ შაბლონს რუბრიკებისას და მოვახდინეთ მისი ადაპტირება. სამუშაო იყო ბევრი, თუმცა, ვფიქრობ, გავართვით თავი.

Friday, March 10, 2017

დღე-5

უმნიშვნელოვანესი დღე იყო. ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნაშრომების შექმნაზე. მოვირგეთ მოსწავლის როლი, და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არც თუ ისე ადვილი ყოფილა. ვნახეთ ნიმუშები, შაბლონებიც დავხაზეთ, მაგრამ გაგვიჭირდა გამარტივება, ესე იგი ჩვენი პრობლემა სიმარტივეშია. შევეცდებით ჩავუღრმავდეთ...

Saturday, March 4, 2017

დღე -   მე-4.    დღეს, ვფიქრობ, ყველაზე ნაყოფიერად ვიმუშავეთ. გავიგე რა უნდა გავაკეთო პროექტზე მუშაობის  დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულებისას რას უნდა მივაქციო ყურადღება. ვნახეთ googl-ს შესაძლებლობები, ერთმანეთთან თანამშრომლობა როგორ მოვახერხოთ ონლაინით საგკვეთილო პროცესში, ვისწავლე ლინკების გადმოტანა, საავტორო უფლებების დაცვით.

Friday, March 3, 2017

დღე მე-3. მოდული მნიშვნელოვანი იყო; ვისწავლეთ ის, რომ პროექტისთვის სწორად განსაზღვრული უნდა იყოს სტანდარტიდან გამომდინარე მიზანი და აქედან გამომდინარე, შედეგიც კარგი იქნება. ასევე გავიგე, რა დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დასმულ ზოგად და  თემატურ კითხვებს.  

Sunday, February 26, 2017

დღე-2

დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო ძალიან,   გავიგე თუ     როგორ უნდა ჩაეყაროს საფუძველი პროექტზე მუშაობას, არც თუ ძნელი ყოფილა ეს, გავიგე როგორ მომზადდეს ბუკლეტი...

Saturday, February 25, 2017

დღე-1

შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ მართლა გულწრფელად მხიარული და ხალისიანი განწყობით მოვედი ტრენინგზე. მიყვარს ზოგადად სიახლეები, ვთვლი რომ მასწავლებელი მუდამ სიახლის ძიებაში უნდა იყოს.ტრადიციული გაკვეთილი  თანამედროვე ელექტრონულით როგორ უნდა შევცვალოთ-ეს არის ამ ტრენინგის მიზანი, რაც ძალიან დაეხმარება ჩემს პრაქტიკას. მზად ვარ ვიმუშაო თავდაუზოგავად.