დღე-9
მნიშვნელოვანი დღე იყო იმ თვალსაზრისით, რომ შეჯამდა ჩვენი მუშაობა, წარვადგინეთ პროექტები,მოვისმინეთ და გავიზიარეთ ერთმანეთის რჩევები...
ზოგადად, ძალიან კმაყოფილი ვარ გაწეული მუშაობით; პროექტებით მუშაობის სურვილი ნამდვილად გამიჩნდა, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში და დავაინტერესებ მოსწავლეებს. სიახლე ერთგვარი სტიმული იქნება, როგორც ჩემთვის, ასევე- მოსწავლეებისთვის. 21-ე საუკუნე ხომ ტექნოლოგიების საუკუნეა და შესაბამისად ,რაც მეტად ამ კუთხით წარვმართავთ მუშაობას, შედეგიც კარგი იქნება.
გადაჭარბებული ნამდვილად არ იქნება ის,რომ ტრენერი ძალიან კარგად, გასაგებად გვიხსნიდა ყველაფერს, ყველა მოდული დეტალურად დაგვამუშავებინა და შეგვასწავლა, რისთვისაც მართლა გულწრფელი მადლობა!!! ყველას გისურვებთ წარმატებას!
Intel Education
Sunday, March 26, 2017
Saturday, March 25, 2017
დღე- მე-8
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მოდული იყო ერთგვარი შეჯამება ჩვენი მუშაობისა. სისტემაში მოვიყვანეთ პროექტები; გავიაზრეთ- ფასილიტაციას როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს მუშაობის წარმართვაში, ყველა პუნქტი წვრილმანად განვიხილეთ. გავეცანით ერთმანეთის ნამუშევრებს, მივეცით რჩევები, რაც დაგვეხმარება პროექტის სრულყოფაში, ჩვენი პროდუქტიულობის გაზრდასა სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესებაში...
Tuesday, March 14, 2017
დღე-7
დღევანდელი მოდულის თემა იყო-დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის. ამ მოდულის გაცნობის შემდეგ მივხვდი, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, ცოდნის დონეს, ინტერესს, ინტელექტს... შევასრულეთ სხვადასხვა პრაქტიკული სამუშაო
Saturday, March 11, 2017
დღე-6
შევიმუშავეთ მოსწავლეთა ნაშრომების შეფასების რუბრიკები. მაგრამ მანამდე გავეცანით ერთგვარ შაბლონს რუბრიკებისას და მოვახდინეთ მისი ადაპტირება. სამუშაო იყო ბევრი, თუმცა, ვფიქრობ, გავართვით თავი.
Friday, March 10, 2017
დღე-5
უმნიშვნელოვანესი დღე იყო. ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნაშრომების შექმნაზე. მოვირგეთ მოსწავლის როლი, და მინდა აღვნიშნო, რომ ეს არც თუ ისე ადვილი ყოფილა. ვნახეთ ნიმუშები, შაბლონებიც დავხაზეთ, მაგრამ გაგვიჭირდა გამარტივება, ესე იგი ჩვენი პრობლემა სიმარტივეშია. შევეცდებით ჩავუღრმავდეთ...
Saturday, March 4, 2017
დღე - მე-4. დღეს, ვფიქრობ, ყველაზე ნაყოფიერად ვიმუშავეთ. გავიგე რა უნდა გავაკეთო პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მსვლელობისას და დასრულებისას რას უნდა მივაქციო ყურადღება. ვნახეთ googl-ს შესაძლებლობები, ერთმანეთთან თანამშრომლობა როგორ მოვახერხოთ ონლაინით საგკვეთილო პროცესში, ვისწავლე ლინკების გადმოტანა, საავტორო უფლებების დაცვით.
Subscribe to:
Posts (Atom)